ჯიჰადი
ჯიჰადი სიტყვასიტყვით „ალაჰის გზაზე მუყაითს, მუყაითად მიმავალს“ ნიშნავს.
ჯიჰადი მუსლიმის ერთ-ერთი რელიგიური მოვალეობაა. ის თავდაპირველად გულისხმობდა ბრძოლას ურწმუნოთა წინააღმდეგ ისლამის სახელით და ისლამის გამარჯვების მიზნით. ყურანში არის არაერთმნიშვნელოვანი მითითებები, რომლებიც ასახავენ ამ ბრძოლის პირობებს:
1. არ შევიდნენ კონფორტანციაში “მრავალღმერთიანებთან” და გადაიყვანონ ისინი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე “ბრძნული, კეთილი დარიგებებით”.
2. ეწარმოებინათ ისლამის მტრებთან თავდაცვითი ომები
3. თავს დაესხნენ ურწმუნოებს ისე, რომ არ დაემთხვეს ეს პერიოდი წმინდა თვეებს (მაგალითად რამადანი- მარხვის თვე)
4. თავს დაესხნენ მათ ნებისმიერ დროს და ადგილას.

იურიდიულ-თეოლოგიური მნიშვნელობით, ჯიჰადი აღნიშნავს განსაკუთრებულ ძალისხმევას ალაჰის გზაზე, რაც ნიშნავს ალაჰის რწმენის გავრცელებას და მისი სიტყვის გადაქცევას “უმაღლეს სიტყვად” ამ სამყაროზე. ჯიჰადი არის პირდაპირი გზა სამოთხეში. თუმცა ძალისხმევა ალაჰის გზაზე არ ნიშნავს აუცილებლად ომს და ბრძოლას, რადგან მისი განხორციელება შეიძლება როგორც მშვიდობიანი გზით, ისე ძალის გამოყენებით.
ჯიჰადი სავალდებულოა ყველა მუსლიმისთვის, ვისაც პრაქტიკულად შეუძლია იომოს.
შეიარაღებული ბრძოლის განსაზღვრის თვალსაზრისით, განასხვავებენ ჯიჰადის 6 ტიპს:
1. ბრძოლა ალაჰის მტრებთან (რომლებიც ემუქრებიან მუსლიმური თემის, უმმას არსებობას), წარმართებთან და მათთან, ვინც ავიწროებს მუსლიმებს
2. საზღვრების ხელშეუხებლობის დამრღვევებთან (საგარეო აგრესიასთან)
3. სარწმუნოებიდან განდგომილებთან
4. ძალმომრეებთან
5. ყაჩაღებთან
6. არამუსლიმ მონოთეისტებთან, რომლებიც უარს ამბობენ გადაიხადონ ჯიზია

ჯიჰადის შესახებ მოძღვრების მიხედვით, რომელიც შეიმუშავა ისლამურმა სამართალმა, მთელი სამყარო იყოფა 3 ნაწილად:
1. დარ ალ-ისლამ (ისლამის მხარე, ტერიტორია)- ის ქვეყნები, რომლებსაც მართავენ მუსლიმი გამგებლები ისლამური სამართლის საფუძველზე, თუნდაც ამ ქვეყნების მოსახლეობის უმეტესობა არ იყოს მუსლიმი. თავდაპირველად დარ ალ- ისლამ ემთხვეოდა არაბთა სახალიფოს საზღვრებს, ხოლო მოგვიანებით ის მოიცვა ყველა მუსლიმურმა სახელმწიფომ.
2. დარ ალ-ჰაბ (ომის მხარე, ტერიტორია)- ის ქვეყნები, რომელთაც მართავენ არა მუსლიმი მმართველები. ამ ქვეყნებში არ მოქმედებს ისლამური სამართალი, რომელსაც ცვლის ურწმუნოთა კანონები.
3. დარ ას-სულჰ (ზავის, ხელშეკრულების მხარე, ტერიტორია)- ის არამუსლიმური ქვეყნები, რომელთა არამუსლიმმა გამგებლებმა თავია აღიარეს მუსლიმთა ვასალებად და მოხარკეებად.

თამარ
კვინიკაძე XI კლასი
Комментариев нет:
Отправить комментарий