შემაჯამებელი სამუშაო ისტორიაში №1
კლასი ----X
სახელი, გვარი-------------------------- ქულა-------------------------
სტანდარტი:
ისტ.X. 1. მოსწავლეს
შეუძლია ანალიტიკური მსჯელობა ისტორიის ქრონოლოგიისა
და პერიოდიზაციის საკითხებზე.
ისტ.X.5.
მოსწავლეს შეუძლია ისტორიული წყაროების კლასიფიცირება.
დავალება I
/სავარაუდო
პასუხებიდან ამოარჩიე სწორი პასუხი. თითო სწორად შესრულებული დავალება =0,5 ქულას.
მაქსიმალური ქულაა 3/
1. ვინ იყო ვახუშტი ბაგრატიონის მამა
ა) ქართლის მეფე ვახტანგ VI ბ) ქართლ-კახეთის მეფე ვახტანგ VI გ) ერეკლე I
2. რომელი მათგანი იყო ერეკლე II-ის
მდივანბეგი (მოსამართლე)
ა)
პაპუნა ორბელიანი ბ)ფარსადან გორგიჯანიძე გ) ომან ხერხეულიძე
3.
ვინ
ედგა სათავეში ,,სწავლულ კაცთა კომისიას“
ა)ბერი
ეგნატაშვილი ბ)ვახტანგ VI გ)ჯუანშერი
4.
რამდენი
თხზულება შედიოდა ქართლის ცხოვრებაში
ა)10 ბ)12 გ)14
5.
რომელმა
ისტორიკოსმა დაწერა ,,ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“
ა)ჟამთააღმწერელმა ბ)ბერმა ეგნატაშვილმა გ)ჯუანშერმა
6.
რომელ
საუკუნეში მოღვაწეობდა მარი ბროსე
ა)
XIX ბ) XX გ) XVIII
დავალება II ამოიცანი პიროვნება.
/სწორად შესრულებული დავალება=1 ქულას. მაქსიმალური ქულაა
1/
1. ის ქართლის მეფის როსტომის კარზე მოღვაწეობდა. მისი ოცნება
ირანის სამეფო კარზე დამკვიდრება იყო, რაც მოახერხა კიდევაც. შაჰ აბას მეორემ ის ისპაჰანის
ტარუღად დანიშნა და 40 წელი ემსახურებოდა აბას მეორეს და მის შვილს სულეიმანს. მან
დაწერა ,,საქართველოს ისტორია“, თარგმნა მუსლიმთა სამართლის წიგნი ,,ჯამი აბასი“,
----------------------------------
დავალება III
დაწერე ქართლის ცხოვრებაში
შემავალი თხზულებები და მათი ავტორი. თითო სწორი პასუხი ფასდება 0,5 ქულით. მაქსიმალური
ქულაა 6/
1.
შემაჯამებელი
სამუშაო ისტორიაში №2 კლასი ----X
სახელი, გვარი-------------------------- ქულა-------------------------
სტანდარტი:ისტ.X.6. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს პირველადი და მეორადი წყაროები.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
გამოთქვამს
საკუთარ მოსაზრებას ისტორიული წყაროს ავტორის შესახებ
·
ფლობს ინფორმაციას ისტორიული დოკუმენტის შექმნის
თარიღისა და ადგილის შესახებ;
·
განასხვავებს იმ ინფორმაციას, რომლის მოწოდებაც წყაროს
ავტორის უპირველესი მიზანია, წყაროში არსებული ყველა სხვა ცნობისაგან
·
პირველად წყაროებზე მუშაობისას მხედველობაში იღებს ისტორიული მოვლენის მონაწილეების განსხვავებულ
ფასეულობებს, ინტერესებს, შეხედულებებს, მოტივებსა და სხვა ადამიანურ ფაქტორებს;
·
ისტორიულ წყაროებზე მუშაობისას ადგენს მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;
·
ისტორიული წყაროდან მიღებულ ინფორმაციას
აჯგუფებს საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს
·
აღიქვამს ისტორიულ ეპოქას: ა)
აყალიბებს მისთვის საინტერესო ეპოქაში არსებულ ფასეულობებს, შეხედულებებსა და შესაძლებლობებს;
აღწერს, თუ როგორ აღიქვამდნენ იმ პერიოდის ადამიანები თავიანთ ეპოქას; ბ) ცდილობს თავიდან აიცილოს წარსული
ეპოქის მხოლოდ დღევანდელი გადასახედიდან შეფასება.
ისტორიული წყაროს ანალიზი
/ყურადღებით
წაიკითხეთ
ქვემოთ
მოყვანილი
ისტორიული
წყაროები,
გაიაზრეთ
ტექსტები
და
უპასუხეთ
კითხვებს. თითო სწორად შესრულებული დავალება =0,5 ქულას. მაქსიმალური ქულა=10/
დავალება
1. სომეხი
ისტორიკოსი არაქელ დავრიჟეცი
ლუარსაბII–ის შაჰთან მისვლის შესახებ
„ვიდრე შაჰი ორი ქვეყნის საზღვარზე იდგა, კვლავ მოიგონა ახალი ხერხი და ერთ–ერთი სახელგანთქმული დიდებული, სახელად სარუ ხოჯა, დანიშნა მშვიდობის ელჩად და სიყვარულის წერილი გაგზავნა ლუარსაბთან. წერილის შინაარსი ასეთი იყო: „ მამაცთა ხელმწიფე (...) დიდი სიყვარულით სალამს უძღვნის ქართველთა მეფეს ლუარსაბს. მრავალჯერ მოგწერეთ სიყვარულით და გავამჟღავნეთ ჩვენი გულის კეთილგანწყობა შენს მიმართ, მაგრამ შენ არ უსმინე და არ დაუჯერე ჩვენ სიტყვებს. შეხედე ჩემს ნამოქმედარს და ირწმუნე, რადგან დაინახავ, რომ თეიმურაზის ქვეყანა ავაოხრე, ხოლო შენსას გაშენებულსა და ხელუხლებელს ვინახავ შენთვის და შენს მოსვლას ველოდები. ახლა ნუღარ დაიზარებ მოსვლას, უჭკუო და უგუნურ მრჩეველთ ნუ დაუჯერებ და შენს სამეფოს ნუ დაკარგავ, რადგან გულში არც მტრობა და არც ბოროტება არა მაქვს შენდამი, ისევე როგორც შენ არავითარი ზიანი არ მოგიყენებია ჩემთვის. შენ მოსვლას იმისთვის გთხოვ, რომ როგორც ჩვენი წინაპრების დროს იყო ერთობა ორ ხალხს შორის, მსურს, რომ ჩვენ დროშიც ისევე იყოს. ჩრდილოეთის ყველა მხარეს, რომელიც მდინარე არეზის აქეთა ნაპირზე მდებარეობს, შენ მოგანდობ, რომ იყო ზედამდგომელი და მბრძანებელი ყველა დიდებულისა, რომ შენ იზრუნო ამ მხარეზე, ხოლო ჩვენ უდარდელი ვიყოთ და მეორე მხარეზე ვიზრუნოთ. იყავ მშვიდობით.“ ეს წერილი დაწერა შაჰმა და მისცა სარუ ხოჯას. სხვა მრავალი რჩევა და თვალთმაქცური ხერხი სიტყვით უბრძანა და დაარიგა, თუ როგორი საშუალებით დაერწმუნებინა ლუარსაბი მისულიყო შაჰთან. სარუ ხოჯა წავიდა ბაშიაჩუკში, ეახლა ლუარსაბს და გადასცა სალამი და წერილი. წერილის წაკითხვისთანავე მიხვდნენ, რომ ყოველი სიტყვა ყალბი იყო და არ დაიჯერეს არც ლუარსაბმა, არც მისმა დედამ და დამ და არც თეიმურაზმა. სარუ ხოჯა ბევრს ეცადა, მაგრამ ლუარსაბმა არ დაუჯერა. რამდენიმე დღის შემდეგ შაჰს ასეთი შინაარსის პასუხი გასცეს: „ თუ ჭეშმარიტია შენი სიტყვები და მართლა გსურს, რომ ჩვენ შორის მეგობრობა სუფევდეს, შენი სიყვარულისა და მშვიდობის ნიშანი ის იყოს, რომ შენ გაშენებულსა და ხელუხლებელს დატოვებ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს ნებას დართავ დარჩეს თავის სამშობლოში. შენს ნაცვლად მანდ ერთ–ერთი შენი დიდებულთაგანი დატოვე, რომ სიყვარული, ერთგულება და კავშირი, რომელიც შენ გწადია, მისი საშუალებით განვამტკიცოთ. შენ კი, აიყარე და წადი ჩვენი ქვეყნიდან. ჩვენც დავბრუნდებით, დავეპატრონებით ჩვენ ქვეყანას და სიყვარულით და ერთგულებით ვიქნებით შენთან. იყავ მშვიდობით “. სარუ ხოჯამ წამოიღო ლუარსაბის წერილი, მივიდა შაჰთან და მოახსენა მათი ყოველი სიტყვა. ასეთი პასუხის შემდეგ შაჰი აიყარა თავისი ჯარით და მივიდა გორის ზემოთ გამავალ გზაზე, რომელიც ბაშიაჩუკში მიემართებოდა, და იმ გზაზე დაბანაკდა. ამ ადგილზე დაბანაკების მიზეზი ის იყო, რომ თუ რომელიმე ქართველი დიდებული ან მდაბიო მოინდომებდა გაქცევას და ბაშიაჩუკში გადახვეწას, ვეღარ შესძლებდა წასვლას.
პირველი დავალების კითხვები:
1. რომელი საუკუნეში დაიწერა
ეს
წერილი?
--------------------------------------------------------------
2. რომელ სამეფოს მართავდა ლუარსაბ II? ----------------------------------------------------------------
3. რომელი ორი სამეფოს საზღვარზე იდგა შაჰის ჯარი, როცა მან ლუარსაბს სარუ ხოჯა გაუგზავნა?
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4. რომელმა შაჰმა გამოუგზავნა წერილი ლუარსაბ II–ს? --------------------------------------------------
5. რომელი სამეფოს მეფე იყო წერილის მოწერის დროს თეიმურაზ I? ---------------------------------
6. თეიმურაზ I-ის ოჯახის რომელი წევრები იმყოფებოდნენ შაჰის საპატიო
ტყვეობაში
ამ
დროს?
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
7. ტექსტის მიხედვით, რით ემუქრებოდა შაჰი ლუარსაბ II–ს დაუმორჩილებლობის შემთხვევაში?
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
8. რომელ სამეფოში არიან გახიზნულნი მეფეები და რა სახელით მოიხსენიება ის წყაროში?
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
9. ჩამოთვალეთ ყველა ის პირობა, რომელის შესრულებასაც ლუარსაბ II ითხოვს
შაჰისაგან
სიყვარულისა
და
მშვიდობის
ნიშნად.
---------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
10. ტექსტში გადმოცემული ამბის შემდეგ, რას მოიმოქმედებდა ლუარსაბი შაჰის
მოთხოვნის
საპასუხოდ?
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დავალება 2. ნაწყვეტი გრიგოლ ტურელის თხზულებიდან
„წმინდა რემიგიუსმა, ქალაქ რეიმსის ეპისკოპოსმა, დაიბარა მეფე და პირისპირ საუბარში დაუწყო დარწმუნება, რომ მას უნდა ერწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი, ცისა და მიწის შემოქმედი, მიეტოვებინა წარმართული ღვთაებები, რომელთაც არ შეეძლოთ სარგებლის მოტანა არც თავისთვის და არც სხვებისათვის. პასუხად მეფემ უთხრა: “დიდი სიამოვნებით გისმენდით, თქვენო უწმინდესობავ, მხოლოდ ერთი რამ მაწუხებს: ჩემი ხალხი არ მაპატიებს, მე რომ მათ ღმერთებს ვუღალატო. თუმცა მე მაინც წავალ და მათთან ვისაუბრებ იმის თაობაზე, რაც თქვენ მითხარით“. მანამ მეფე თავის ხალხს შეხვდებოდა, ღვთიურმა ძალამ დაასწრო, ხალხმა, მანამ მეფე თავად იტყოდა, დაიწყო ძახილი: „დიდებულო მეფეო, ჩვენ უარს ვამბობთ მოკვდავ ღმერთებზე და მზად ვართ გავყვეთ იმ უკვდავ ღმერთს, რომელსაც რემიგიუსი ქადაგებს.“ ამის შესახებ ეპისკოპოსს აუწყეს, ხოლო მან დიდი სიხარულით ბრძანა წმინდა ემბაზის მომზადება ნათლობისათვის. ქუჩაში მრავალფერი ნაჭრები გამოფინეს, ეკლესია თეთრი ფერით მორთეს, ბაპტისტერიუმი მოაწესრიგეს, ბალზამი მოაფრქვიეს, წმინდა სანთლები აანთეს, მთელი ბაპტისტერია ღვთიური არომატით გაიჟღინთა. ხალხი ფიქრობდა, თითქოს ღვთით ბოძებულ, ნაკურთხ სამოთხეში მოხვდა. მეფემ ეპისკოპოსს სთხოვა პირველად ის მოენათლა. ახალი კონსტანტინე ემბაზს მიუახლოვდა, რათა კეთრისგან 26 განკურნებულიყო და წმინდა წყლით ჩამოებანა ჭუჭყიანი ლაქები, წარსულიდან გამოყოლილი. მეფე, ნათლობისათვის მომზადებული, მიუახლოვდა ეპისკოპოსს, რომელმაც მას ასე მიმართა: „თავი დახარე, ხლოდვიგ, და ეთაყვანე მას, რასაც წვავდი, ხოლო დაწვი ის, რასაც ეთაყვანებოდი.“ ამგვარად, მეფემ აღიარა ღვთის დიდება სამებაში, მოინათლა მირონით და ქრისტეს ჯვრით სახელდებული, მისი ჯარიდან კიდევ 3 000 ადამიანი მოინათლა.“
მეორე დავალების კითხვები:
1. რომელ საუკუნეში მომხდარ მოვლენაზეა საუბარი წყაროში?---------------------------------------------------
2. რომელი
სამეფოს
გაქრისტიანებაზეა
წყაროში
საუბარი?
--------------------------------------------------------
3. რა კონკრეტული როლი ითამაშა დედოფალმა ხლოდვიგის გაქრისტიანებაში?
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4. ტექსტის
მიხედვით,
რატომ
უნდა
„მიეტოვებინა
წარმართული
ღვთაებები“
მეფეს?
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5. ტექსტის მიხედვით, რა იყო მეფის მერყეობის მიზეზი? ტექსტის მიხედვით, უბრალო ხალხის აზრით, რა უპირატესობა ჰქონდა რემიგიუსის ღმერთს წარმართულ ღვთაებებთან შედარებით?
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6. გადმოცემის
მიხედვით,
ვინ
განკურნა
რომის
იმპერატორი
კონსტანტინე
კეთრისგან?
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
7. რომელი სამეფო დინასტიის წარმომადგენელი იყო ხლოდვიგი?------------------------------------------------
8.
რომელი
საუკუნიდან
ჩაუდგა
ეს
დინასტია
ქვეყანას
სათავეში?
------------------------------------------------
9. რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა გრიგოლ ტურელი? -------------------------------------------------------------
10. რა ჰქვია მის თხზულებას? რას ნიშნავს ტურელი?-----------------------------------------------------------------
დავალება 1. სწორი პასუხები:
1. XVII ს–ის I ნახ.
2. ქართლს
3. ქართლისა და კახეთის,
4. შაჰ აბას I–მა, აბასმა
5. კახეთის
6. დედა, ქეთევან დედოფალი და ვაჟები-ლევანი და ალექსანდრე
7. ის სამეფოს დაკარგავდა, შაჰი სამეფოს ააოხრებდა
8.იმერეთის სამეფო-, ბაშიაჩუკი
9. გაშენებულსა და ხელუხლებელს დატოვებს ჩვენს ქვეყანას.--- ჩვენს ხალხს ნებას დართავს დარჩეს თავის სამშობლოში.----შენს ნაცვლად მანდ ერთ–ერთი შენი დიდებულთაგანი დატოვე------
შენ აიყარე და წადი ჩვენი ქვეყნიდან-.
10. ეახლა შაჰს-.
დავალება2 სწორი პასუხები:
1.
5 საუკ.
2.
ფრანკთა სამეფოს
3.
მან სთხოვა რემეგიუსს მეფის
გაქრისტიანება, თითონ ქრისტიანი იყო
4.
მათ არ შეუძლიათ სარგებლობის მოტანა
5.
ხალხი არ აპატიებდა თუ მათ ღმერთებს უღალატებდა.
ის უკვდავი
ღმერთი იყო, მათი ღმერთები მოკვდავები იყვნენ
6.
პაპმა სილვესტერმა, რომის პაპმა, რომის ეპისკოპოსმა.
7.
მეროვინგების
8.
5 საუკუნიდან
9.
6 საუკუნე
10.
ფრანკთა ისტორია. ქალაქ ტურის
ეპისკოპოსს
შემაჯამებელი სამუშაო
№3 ------------ კლასი
სახელი, გვარი-------------
კარიკატურის
ანალიზის
სამუშაო
ფურცელი
როგორ დაასათაურებდით კარიკატურას?
|
შეარჩიეთ სამი სიტყვა ან ფრაზა, რომლებიც ახასიათებს კარიკატურაზე გამოსახულ ობიექტებსა და ადამიანებს
1.
2.
3.
|
ჩამოწერეთ
ობიექტები
ან
ადამიანები,
რომლებიც
კარიკატურაზეა
გამოსახული:
|
თქვენი აზრით, რა აღნიშნავს თითოეული სიმბოლო?
|
ჩამოწერეთ ზედსართავი სახელები, რომლებიც, თქვენი აზრით, გამოხატავს კარიკატურით გადმოცემულ ემოციებს
|
აღწერეთ მოქმედება, რომელიც გადმოცემულია კარიკატურაზე:
|
როგორ გესმით კარიკატურის არსი?
|
რომელი სოციალური ჯგუფებისთვის იქნებოდა მისაღები ან მიუღებელი კარიკატურის იდეა? ახსენით, რატომ.
|
ჩემი აზრით. . .
Комментариев нет:
Отправить комментарий